თქვენი საიმედო პარტნიორი თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში

inexPHONE არის საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანია ინტელიექსპრესის შვილობილი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელსაც 2007 წელიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიანიჭა ავტორიზაცია და ამ დროიდან ახორციელებს საქალაქთაშორისო თუ საერთაშორისო სატელეფონო კავშირს.

ინტელიექსპრესიდან გამომდინარე, კომპანიას თავდაპირველად ინტელფონი ერქვა, 2017 წლის რებრენდინგის შემდეგ კი ბაზარზე inexPHONE-ის სახელით ოპერირებს.

სახელის ცვლილებასთან ერთად კომპანიაში თანდათან მოხდა სრული რეორგანიზაცია, საცალო სატელეფონო მომსახურების დეპარტამენტს დაემატა შემდეგი მიმართულებები: კორპორატიული გაყიდვების, IT, ციფრული მარკეტინგის, ვებ-პროგრამირებისა და მომხმარებლებთან დისტანციური ურთიერთობის დეპარტამენტები.

დაარსების დღიდან დღემდე ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანებით დაკომპლექტებული კომპანია მუდმივად ცდილობს არსებული სერვისის გაუმჯობესებასა და გაფართოებას. ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს, რომ მომხმარებელი უზრუნველყოს
ხარისხიანი სერვისით, არ ჩამორჩეს თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე მოვლენებს და დროულად მოახდინოს მათი ინტეგრაცია inexPHONE-ის სერვისებში.

ამ ეტაპზე 15 000-ზე მეტი აბონენტი გვყავს, არსებული მონაცემი ყოველდღიურად მზარდია, აქედან 500+ კორპორატიული კლიენტია, რომლებსაც გარდა სატელეფონო სერვისისა ზემოთ დასახელებულ სხვა მომსახურებასაც ვთავაზობთ.

Page Title