სატელოფონო მომსახურება

ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი გაცვლა შეფერხების გარეშე და უამრავი ფუნქცია, რომლებიც ნებისმიერი ტიპის მომსახურებისთვისაა საჭირო

inexPHONE გთავაზობთ სატელეფონო მომსახურებას, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა დეპარტამენტს, თანამშრომელსა და მომხმარებელს ეფექტურად დააკავშირებს ერთმანეთთან, შესაბამისად სამუშაო პროცესი ბევრად კომფორტული და მარტივი გახდება.

დღესდღეისობით ჩვენი კლიენტურის ბაზა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში მომუშავე კომპანიებს.

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ:
- თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ საოფისე ტელეფონიას
- შეღავათიან ფასებში ლოკალურ და საერთაშორისო ზარების
- 24/7-ზე პირად მენეჯერს
- 24/7 - ზე უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას
- ზუსტ წამობრივ აღირცხავასა და კომპანიის მოთხოვნების შესაბამის სატარიფო პოლიტიკას

ჩვენი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ:
• სასურველი რაოდენობის შიდა ნომრების გაწერას
• ერთდროულად რამდენიმე ზარის მიღება-განხორციელებას
• ხმოვანი შეტყობინებისა და ავტომოპასუხის ჩაწერას
• მომხმარებელს გავუწიოთ ავტომატური ხმოვანო კორესპოდენცია წინასწარი განსაზღვრული კითხვა-პასუხით
• მომხმარებლის ზარების რიგში ჩაყენებას
• განხორციელებული ზარების ჩაწერას მონიტორინგის მიზნით
• ზარის გადამისამართებას შესაბამის დეპარტამენტთან ან თანამშრომელთან როგორც შიდა საოფისე, ასევე - მობილურ ტელეფონზე ოფისში არყოფნის შემთხვევაში
• გაუთვალისწინებელი ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას ლიმიტების დაყენების გზით
• კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებას კომპანიის შიგნით და გარეთ მომხმარებლებთან საუბრის დროს და სხვა.

გარდა სტანდარტული შეთავაზებისა ჩვენ გთავაზობთ საერთაშორის ნომრებსაც, რაც კიდევ უფრო კმაყოფილს გახდის თქვენს მომხმარებლებს.

მაგალითად, თუ რომელიმე ქვეყნიდან ხშირად იღებთ მომხმარებელთა ზარებს, inexPhone-ი გთავაზობთ იმ ქვეყნის ნომერსა და მის ინტეგრაციას საოფისე ტელეფონიის სისტემაში.
საერთაშორისო ნომრის აღება საზღვარგარეთ მყოფი თქვენი მომხმარებლისთვის და პატრნიორებისთვის ძალიან კომფორტულია, რადგან ის რეკავს თავისი ქვეყნის ლოკალურ ნომერზე, თუმცა ზარი შემოდის საქართველოში, თქვენს ოფისში, შესაბამისად იგი სარგებლობს ადგილობრივი ტარიფებით (ლოკალური ზარის ტარიფებით), თუმცა რეკავს საქართველოში.

დამატებითი დეტალების მისაღებად გთხოვთ მოგვმართეთ და ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები ყველა შქვენ შეკითხვას გასცემს პასუხს.

გაზარდეთ თქვენი კომპანიის პროდუქტულობა, დაზოგეთ დრო და ადამიანური რესურსი inexPhone-ის საოფისე ტელეფონთან ერთად.

ჩვენი აბონენტები არიან

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები

ისარგებლეთ შემდეგი ფუნქციებით

ყველა შემომავალი და გამავალი ზარების საუბრების ჩაწერა; ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში მოსმენა ან გადმოწერა. ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ ზარის ინიციატორის, ადრესატის და დროის მიხედვით.

აბონენტს ნებისმიერ დროს  შეუძლია დეტალურად იხილოს ზარების ისტორია,  თვალი ადევნოს ისევე როგორც შემომავალ ასევე გამავალ და გამოტოვებულ ზარებსაც.

ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ ავტომატურ რეჟიმში დაამუშავებს შემომავალ ზარებს და დაგეხმარებათ სწორად მართოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია.
მენიუს შემადგენელი ნაწილია აუდიო ჩანაწერები და სცენარები, რომლებიც მომხმარებელს მიაწოდებს სასურველ ინფორმაციას ან დააკავშირებს შესაბამის ფილიალთან და დეპარტამენტთან.

ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ზარების განაწილების მექანიზმი. იგი დაგეხმარებათ დახვეწოთ კომპანიის შიდა სტრუქტურა. შედეგად კი აამაღლოთ მომსახურების დონე და შეამციროთ ხარჯები.

ეს ფუნქცია ამცირებს უპასუხო ზარების რაოდენობას. თუ ყველა ოპერატორი დაკავებულია ან ზარს არავინ პასუხობს, სისტემა რიგში აყენებს მომხმარებელს და ატყობინებს მას რიგითობას და სავარაუდო მოლოდინის დროს.  

შესაძლებელია  ლოდინის მაქსიმალური დროის ან რიგში მყოფი აბონენტების რაოდენობის შეზღუდვა.

სატელეფონო სისტემაში ჩართულ თანამშრომელს ენიჭება 3 ან 4 ნიშნა ნომერი, რომელიც ამარტივებს შიდა კომუნიკაციას.  სისტემაში შეიძლება გაერთიანდეს გეოგრაფიულად დაშორებული ფილიალები, მათ შორის საზღვარგარეთ არსებული ოფისები, რაც მნიშნვნელოვნად დაზოგავს სატელეფონო ხარჯებს და საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ერთი ოფისის პრინციპით.

ზარის მარშრუტიზაცია შესაძლებლობას იძლევა მართოთ შემომავალი ზარების ნაკადი თქვენი ბიზნეს საჭიროებებისა და საქმიანობის მიხედვით. გაანაწილოთ ზარები ოპერატორებს შორის  შერჩევითი ან წინასწარ გაწერილი  ალგორითმების მიხედვით.

ამ ფუნქციით შეგიძლიათ თქვენს ნომერზე შემოსული ნებისმიერი ზარის გადამისამართება მობილური ოპერატორის, ქალაქისა თუ საზღვარგარეთის ნომრებზე. გადამისამართება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული სქემით: ზარის პირდაპირი გადამისამართება, ხაზის დაკავების შემთხვევაში ან უპასუხო ზარის შემთხვევაში.

მოლოდინის რეჟიმში შესაძლებელია როგორც სტანდარტული, ასევე თქვენთვის სასურველი მელოდიის  გამოყენება, რომელსაც მომხმარებელი მოისმენს რიგში ყოფნის დროს.

Page Title